კონფინდენციალობა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მონაცემების დაცვა და უსაფრთხოება. შესაბამისად, მომხმარებლების მიერ ჩვენთვის გაზიარებული მონაცემები ინახება მხოლოდ ჩვენთან და გამოიყენება მხოლოდ მომხმარებლის ინტერესებისთვის.
დაუშვებელია მომხმარებელთან პირადი მიმოწერის გასაჯაროება.
მომხმარებლის მიერ ჩვენთვის გაზიარებული პროდუქციის ფოტოები ქვეყნდება მხოლოდ მასთან შეთანხმების შემდეგ.
დაუშვებელია ჩვენი მხრიდან მესამე პირისთვის ისეთი ინფორმაციის გადაცემა, როგორიცაა: ვინ შეიძინა, რა შეიძინა, ვისთვის შეიძინა და ა.შ.
ონლაინ გადახდები ხორციელდება ლიბერთი ბანკის დაცული საგადახდო სისტემის მეშვეობით, ჩვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. მომხმარებლის საბარათე მონაცემები სრულად დაცულია ბანკის მიერ და ხელმიუწვდომელია როგორც ჩვენთვის, ისე მესამე პირებისთვის.
მონაცემების წაშლის მოთხოვნა
მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ჩვენთან დაცული მისი პერსონალური მონაცემების წაშლა. ეს მოიცავს Facebook-ის ან Instagram-ის მეშვეობით მიღებულ მონაცემებს. წაშლის მოთხოვნის გზები:
- გამოგვიგზავნეთ წერილი ელ-ფოსტაზე hello@emociawines.ge სათაურით „მონაცემების წაშლის მოთხოვნა“, ან მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე https://www.facebook.com/emocia.wines/.
- წერილში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და ის ელ-ფოსტა ან ტელეფონის ნომერი, რომლითაც სარგებლობდით ჩვენი სერვისით.
- მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წავშლით თქვენს მონაცემებს და წაშლას დაგიდასტურებთ ელ-ფოსტით.
აპლიკაციის წვდომის გაუქმება ასევე შეგიძლიათ Facebook-ში: პარამეტრები → აპები და ვებსაიტები. აირჩიეთ ჩვენი აპლიკაცია და დააჭირეთ „წაშლა“.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: მონაცემები, რომელთა შენახვაც კანონით არის სავალდებულო (მაგ., საბუღალტრო და საგადასახადო დოკუმენტაცია), შეინახება კანონით დადგენილი ვადით.