დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 577000905 emailhello@emociawines.ge

Mayor Tiffany O'Donnell

🇬🇪🤝🇺🇲

გვინდა გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი Mayor Tiffany O'Donnell ტიფანი ოდონელი, რომელიც აშშ-ში აიოვას შტატის ქალაქ სიდარ რეპიდსის ყველასთვის საყვარელი მერია. 🇺🇲🧡

გვქონდა პატივი, ა.წ. 17 ივნისს, პირადად შევხვედროდით მას აიოვაში და საჩუქრად გადაგვეცა ჩვენი ბროში "ყურძნის მტევანი". ბროში, რომელიც წლებია, წარმატებული და ძლიერი ქალების სიმბოლოდ იქცა! 🍇🍇

ტიფანი ოდონელი უზომოდ საინტერესო ქალბატონია. გარდა მერობისა, ის არის Women Lead Change-ის აღმასრულებელი დირექტორი. ეს გახლავთ სიდარ რეპიდსში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც გლობალურად არის ჩართული ქალი ლიდერების განვითარებასა და წინსვლაში. WLC-ში გაწევრიანებამდე, ტიფანი 20 წლის განმავლობაში იყო Emmy-ს ჯილდოს მფლობელი საინფორმაციო წამყვანი, ბოლო 15 წელი კი მანCBS2/Fox 28-ში გაატარა. 🦸‍♀️📺

ტიფანი ოდონელი უკვე 20 წელია, ერთგული მოხალისეა სიდარ რეპიდსში და არაერთი არაკომერციული ორგანიზაციის წამყვან პოზიციებს იკავებდა, მათ შორის: Kids First Law Center, Revival Theater Company და Alzheimer’s Association. გარდა ამისა, იგი იყო New Bo City Market-ის დამფუძნებელი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე. 👏👏👏

ამჟამად ტიფანი არის EPIC Corporate Challenge-ის თანათავმჯდომარე. ეს არის საზოგადოებრივ და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ქალების წინსვლასა და განვითარებას სხვადასხვა ორგანიზაციებში. 🩷

ტიფანი უპირობოდ ძლიერი და ლიდერი ქალბატონია, რომლის დადებითი ენერგია გადამდები და მოტივაციის მომცემია ყველასთვის! 🙌💙

წყარო: https://www.thegazette.com/.../tiffany-odonnell.../

#გადაეციემოცია

#ღვინისემოცია

#მეტივიდრებიზნესი