![]()
![]()
![]()
გვინდა გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი Mayor Tiffany O'Donnell ტიფანი ოდონელი, რომელიც აშშ-ში აიოვას შტატის ქალაქ სიდარ რეპიდსის ყველასთვის საყვარელი მერია. ![]()
![]()
გვქონდა პატივი, ა.წ. 17 ივნისს, პირადად შევხვედროდით მას აიოვაში და საჩუქრად გადაგვეცა ჩვენი ბროში "ყურძნის მტევანი". ბროში, რომელიც წლებია, წარმატებული და ძლიერი ქალების სიმბოლოდ იქცა! ![]()
![]()
ტიფანი ოდონელი უზომოდ საინტერესო ქალბატონია. გარდა მერობისა, ის არის Women Lead Change-ის აღმასრულებელი დირექტორი. ეს გახლავთ სიდარ რეპიდსში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც გლობალურად არის ჩართული ქალი ლიდერების განვითარებასა და წინსვლაში. WLC-ში გაწევრიანებამდე, ტიფანი 20 წლის განმავლობაში იყო Emmy-ს ჯილდოს მფლობელი საინფორმაციო წამყვანი, ბოლო 15 წელი კი მანCBS2/Fox 28-ში გაატარა. ![]()
![]()
ტიფანი ოდონელი უკვე 20 წელია, ერთგული მოხალისეა სიდარ რეპიდსში და არაერთი არაკომერციული ორგანიზაციის წამყვან პოზიციებს იკავებდა, მათ შორის: Kids First Law Center, Revival Theater Company და Alzheimer’s Association. გარდა ამისა, იგი იყო New Bo City Market-ის დამფუძნებელი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე. ![]()
![]()
![]()
ამჟამად ტიფანი არის EPIC Corporate Challenge-ის თანათავმჯდომარე. ეს არის საზოგადოებრივ და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ქალების წინსვლასა და განვითარებას სხვადასხვა ორგანიზაციებში. ![]()
ტიფანი უპირობოდ ძლიერი და ლიდერი ქალბატონია, რომლის დადებითი ენერგია გადამდები და მოტივაციის მომცემია ყველასთვის! ![]()
![]()