გვქონდა პატივი, სტუმრად ვწვეოდით მსოფლიო ჩემპიონს, ჭადრაკის დედოფალს - ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს, რომლის სახითაც, ღვინის ემოციას დიდი გულშემატკივარი და ერთგული მეგობარი ჰყავს. იშვიათია, ასეთი კარგი მოსაუბრე, სავსე დიდი გამოცდილებითა და შთამბეჭდავი ისტორიებით.
ვამაყობთ, რომ ქალბატონი ნონას უამრავ ჯილდოსა და იშვიათ ნივთებს შორის, Emocia Wines • ღვინის ემოცია -ს ვაზმა და მტევანმაც დაიდო ბინა. ჩემპიონმა სახსოვრად გადმოგვცა მისი ბრენდის NONA Gaprindashvili • CHESS • ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის დაფა, სახელობითი ავტოგრაფით.
დღეგრძელობა და კიდევ ბევრი გამარჯვება ჭადრაკის დედოფალს!
დიდი მადლობა მის არაჩვეულებრივ ოჯახს, დაუვიწყარი საღამოსთვის!