დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone+995 577000905 emailhello@emociawines.ge

ღვინის ემოცია Women Expo 2025

📣📣📣 13-14 სექტემბერს, Wine Diamond • ღვინის ბრილიანტი , Emocia Wines • ღვინის ემოცია და Marila • მარილა უკვე მეოთხედ მიიღო მონაწილეობა. UN Women Georgia -ს მიერ ორგანიზებულ გამოფენაში - Women Expo 2025. ეს ის მოვლენაა, რომელსაც ყოველთვის განსაკუთრებულად ველოდებით. ✨

🇳🇴 წელსაც გაგვიხარდა ნორვეგიის ელჩთან, ქალბატონ ბერგლიოტ ჰოვლანდთან შეხვედრა, რომელმაც შარშანდელ გამოფენაზე, ღვინის ბრილიანტის შეძენისას, დაუვიწყარი ფრაზა გვითხრა: "ეს ჩემთვის მხოლოდ სამკაული არაა, ეს საგანძურია!"

🇯🇵 მადლობა იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკისა და მის მეუღლეს, რომელიც ასევე ყოველ წელს მოდიან ჩვენთან!

🇪🇪 მადლობა, ჩვენს საყვარელ ესტონელ მენტორებსა და მეგობრებს, რომლებიც მოვიდნენ ჩვენს გასამხნევებლად და ძალიან ღირებული რჩევებიც მოგცეს!

🇺🇳 რა თქმა უნდა, უღრმესი და განსაკუთრებული მადლობა UN Women Georgia-ს მთელ გუნდს, არაჩვეულებრივად ორგანიზებული ღონისძიებისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის.

🏢 დიდი მადლობა ExpoGeorgia-ს მასპინძლობისთვის.

🩷💙მადლობა ჩვენს სტუმრებს, რომ მოხვედით და გაგვახარეთ.

💜🩵 დიდი მადლობა სრულიად უცხო ადამიანებს, რომლებსაც ჩვენთან მოჰყავდათ მეგობრები და აღფრთოვანებით უხსნიდნენ, თუ რას ქმნის ჩვენი თითოეული ბრენდი.

და ბოლოს, უზარმაზარი მადლობა ჩვენს სუპერ გუნდს, რომელმაც მთელი სული და გული ჩადო ამ გამოფენის სამზადისსა და მთავარ ღონისძიებაში. 🙏🎯 🚀

🎉 ეს იყო მართლაც შთაბეჭდილებებითა და დიდი ემოციებით სავსე ორი დღე!

გვჯერა, რომ კიდევ შევხვდებით მომავალ წელს, WomenExpo 2026-ზეც! ♥️